ბაგები ..


ბაგები.
ხიდი.
შემოდგომა იგრძნობა ხევში.
შორს - „საბურთალოს დედოფალი“,
უფრო შორს - ანძა...
აქვე, ტყის პირას, მწყემსი გადის მედიტაციას,
კორდს წიწკნის ცხვარი,
ცას ღრუბელი ქურქად აცვია...
იწვიმებს, ალბათ,
შვიდფერ თაღზე გაივლის ქრისტე
და რბილი წვიმა -
ზეციური ნაკურთხი წყალი
შეშრება შუბლზე...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი