საკმარისია ერთხელ გნახო ..

საკმარისია ერთხელ გნახო,
ანდა უბრალოდ დაგისიზმრო, -
მთელი დღით გამყვეს ცინცხალი კადრი.
ჩემი გადახრის ამპლიტუდა იზრდება
ჭადრის
და კოპიტის
ჩრდილებზე სწრაფად.
მთვარე სულს ღაფავს,
სულთათანას გალობს მთიები...
შენ
ყველაფერი გეპატიება:
გულცივობაც,
გესლიც,
სიფიცხეც...
მაგრამ მე რა ვქნა? -
ვერც თავს ვიკლავ,
ვეღარც გივიწყებ...

წყარო: urakparaki.com