გოგირდის წვიმა


ჭიშკრამდე მიგვაცილა აგვისტოს წვიმამ და უცნობმა ფანტომმა,
დაგვმალა სახლმა და ჩვენც - ნიშნად მადლობის - ჩავუნთეთ სანთლები
გულში და ფარდებს მიღმა არ ჩანდა ორიონი, არც ირმის ნახტომი,
არც ჩვენ აგვტკენია თავი ღრუბლებით და ცის ქირომანტიით, -
უბრალოდ შევიყუჟეთ სახლის სიჩუმეში და ხელის შეხებით
ჩავხატეთ სარკეში თეთრი სხეულები... და სული მტკივანი
თანდათან ჩამოვბანეთ გოგირდის წვიმით და ნელ-თბილი შხეფებით
და თრთოდა დივანი...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი