მონატრების


მხარი ამექცა...
ისევ შენზე ფიქრით გავერთე...
სხვაგან გავყევი ამ შარაგზას - სოველ სერპანტინს;
შემოიხედა სავსე მთვარემ და ცის ხავერდით
გამიპრიალა მაგიდა და ღია სერვანტში
სიმეტრიულად შეწყობილი ბროლის ჭურჭელი,
ხელუხლებელი და მტვრიანი - სწორედ იმ დღიდან,
შენ რომ წახვედი...
მე კი დავრჩი
ერთ-ერთ კუთხეში
იმ მთვარის მიერ დაგდებული
სველი ხავერდი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი