გაგვიწვიმდება


მზე ფრთებდაჭრილი და გამწყრალი ფარშევანგია, -
იკეცავს სხივებს.
გაგვიწვიმდება... ხედავ, ზეცას გულის მანკი აქვს
და თავი სტკივა.

შენ თურმე დელფოს მისანი ხარ და სულის ქურდი,
მე კი არაზუსტ
რითმასაც ვგავარ ამ წუთას და სასახლის ურდულს -
ცუდად ჩარაზულს, -

მოდი, გამტეხე!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი