ტყის მოტივზე


ამდენი ფერი უცხო ტილოზე:
პიკასოს ბიჭი,
ლადოს ქალი,
მონეს ხავერდი...
ტყეში წავედი...
ხმათაგან:
რუში ჩავარდნილი შავი მოცხარი,
მწყრების ჩურჩული...
სხვას რას ვინატრებ?!.
მივდივარ ასე ბნელ ღამეში და...
ფრენკ სინატრა:
”Strangers in the Night.......”

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი