მთვარეული


რა მეცმეოდა აქ რო მყავდე აიამწუთას?..
შენი სუნთქვა,
ან შუქ-ჩრდილი შენი პერანგის...
ქუთუთოები მივაკარი პრიალა კედელს
ანაზდეულად...
ქარმა დევივით გაწოლილი სივრცე ჩახია.
ნუ გეშინია,
ასეც, -
შ
ვ
ე
უ
ლ
ა
დ,
მთვარეული ვარ,
ეს მთვარე კი ბროლის ჭაღია, -
შენთვის ავანთე...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი