ბოლო აკორდი


სულ ეს ხარ, ალბათ,
თვალის ერთი დახამხამება,
ბოლო აკორდი...
მახსოვს ნაპირი, -
წვიმა წვიმდა,
ქარი არ ქროდა...
(ლურჯ ზარდახშაში ინახავდა მედლებს ბაბუა)
აგერ,
შარშანაც,
გულში გეჯდა ჩიტი ღაბუა
შენ კი ისროდი...
მაგრამ ვის, როდის გაუგია შენი წუხილი...
სასაფლაოთა?..
მახსოვს ქალაქი, -
წვიმა წვიმდა,
ქარი არ ქროდა...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი