0 26

ექსპრომტი მარიამ წიკლაურს


ნატვრის ხეს ეკიდა ორი ზანზალაკი,
სევდა - გვირილების გვირგვინს.
გამოჩნდა პოეტი,
შეწყდა ლაპარაკი,
ლექსი დაიღვარა ირგვლივ...
წყაროდ დაიღვარა,
ღვინოდ დაიღვარა,
მისწვდა გულსა და გუმანს, -
და ქართულ მიწაში რომ იდო ის ლექსი
სახლში წამოვიღე ჩუმად.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)