0 102

აღსარება


გადავცდი ყველა საზღვარს,
ვიტყვი: დამზრალი სულით!..
ღმერთო, ესა ვარ, რაც ვარ,
ერთი? ჰო, - უფრო ნული...
განა არ მესმის? მესმის...
(ნისლი ვიწროებს ფარავს...)
შენ ხარ კეთილი მწყემსი, -
მე კი ჩამოვრჩი ფარას...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)