ბეღურა


სცენაზეა მეცო-სოპრანო, -
ყოველ ცისმარე
ჩემს ჩამონგრეულ აივანზე ჯდება და ჭყივის
ცქნაფა ფრთოსანი.
საათს ვასწორებ...
და მერე პურსაც ვინაწილებთ, -
ქერქი მე და გული - ბეღურას.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი