0 21

ჭერმის ტოტი


რაღაცნაირად ვბოჭავ ჩემს თავს,
განა ლექსებში...
ეს ჭერმის ტოტიც,
ჯიქიაზე,
თითქმის ყოველი წამოსვლისას
მაძრობს კაპიუშონს, -
არ ჩანს ღამეში...
ჰო,
მხოლოდ გუშინ გახდა ხილული -
თეთრი კვირტები დაიყარა
შიშველ მკლავებზე.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)