0 52

წერტილები ანუ ჩემი დაბადების დღე


დღეს.
გული ჩამოვკიდე ჯაჭვებით.
წნევა და სიცხე.
მაღალი ორივე.
სახსრებში მამტვრევს.
დღეს.
ფრეგატი ვარ და ვერ დავცურავ,
ფარანი ვარ და არ ვანათებ,
ფარვანა ვარ და არ დავფრინავ
დღეს.
აკრძალვის წითელ ნიშანზე მიბმული ლეკვი.
მოკაკვული ყაისნაღი.
ჩრდილის გარეშე.
რომელი ერთი.
დღეს.
ნივთი.
ნავთი.
ცეცხლი.
ვასხამ...
დღეს.
ტყიდან გირეკავ
უხილავი ძაფებით
მთვარის მონიტორზე ვაწერ:
"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..."
დღეს.
დღეს
უძირო ჭიდან ხმა არ ამოდის,
არაფერი არ ამოდის უძირო ჭიდან,
გარდა ნესტისა და სიბნელისა
და წინადაცვეთილი ბავშვობისა
და ჩავრჩი
დღეს
სისხლი -
კალმახების კოპლებში,
წვიმა -
ორაკულის სიზმარში,
შფოთი -
ლიანების შრიალში...
დღეს.
დღეს.
დღეს!.. .................................... . .. ...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)