მეტროში


ჩვენს ქალაქს ახლა ქოლგასავით ახურავს წვიმა,
ელავს...
"კარები იკეტება..."
ხიდი.
ელდეპო...
ყველა ტკივილი უკანასკნელ სადგურთან მიმაქვს,
გამიძნელდება...
რა მოხდა მერე?
მივეჩვიე ლოდის ტარებას.
- ფრთხილად, კარები!..



***

დავსვა თუ არა?
რა აზრი აქვს ან კითხვის ნიშანს,
ანდა ძახილის(?!.)
მშრალად მახველებს...
განწირული ხმით ვიმეორებ ყველა მეტსახელს...
ან მე ვარ თევზი,
ან შენ ბაძავ ბუს და მიკიოტს, -
დღეა
და გძინავს.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი