შენ


მიშველო იქნებ, -
ამ მარტს ვეღარ გადავურჩები,
მამღვრევს შიგნიდან...
და იის სურნელს აყოლილი -
მაჭარს ჰგავს სისხლი!..
გული სხვაგან გაქცევას ცდილობს...
არ დამთავრდება "ჰეფი ენდით" ეს ყველაფერი...
მკლავს უშენობა -
ადამის ვაშლთან დაბჯენილი სამართებელი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი