თბილია მიწა


ცის დაფიონზე,
გაცრეცილი ლაჟვარდის გვერდით,
როგორც ალმასი ცირკონებში,
მოჩანს ვენერა.
თბილია მიწა.
ალბათ, მალე ამ ფერდობებზეც
ყოჩივარდების დიადემას დაიდგამს ქრისტე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი