ახალი წიგნი


ტელევიზორში ზღაპარია, -
ცუდად აჩვენებს.
ხის ყუთში კრუხი განაბულა,
პარტყალებს ღომი.
ჭიშკართან ახლოს თავს იწონებს მხატვარი ხურმა,
რომელმაც განზრახ შეირჩინა ერთი ნაყოფი:
- ამ საახალწლოდ ჩემს ქარვისფერს თოვლისფერი რომ დაედება,
უნდა ვნახო, რა გამოვაო.

რა დრო გასულა?!.

დეკემბრის ბოლოს მოგიტანე ახალი წიგნი,
თითქოს სურვილი მოვათავსე ორ აგურს შორის,
ბეთ-ჰა მიკდაშში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი