აღსარება

ღმერთო, სად მიმაქვს ამხელა ცოდვა?
რომელ კარებში გაეტევა?
რომელ პინაზე მოთავსდება,
ან რომელ სინზე?
მე - ძველებურად - ეკლიანი თვალებით გიმზერ,
მხოლოდ ხანდახან გიწვდი ღრუბელს,
ძმარში დალტობილს, -
შემინდე, ღმერთო!..

წყარო: urakparaki.com