გველივითაა, - ..

გველივითაა, -
მიცოცავს და მიიკლაკნება,
ფეხს რომ დავადგამ,
სისინებს და ავად ჩხრიალებს,
ყოველ სეზონზე პერანგს იძრობს
და ბუდის ფორმის ღრმულებს აჩენს
რუდიმენტებით
ჯ ი ქ ი ა ს  ქ უ ჩ ა.
რომ გაწვიმდება,
თითო ბუდეში თითო კვერცხს დებს, -
ნათელმფინარეს.

წყარო: urakparaki.com