ქარს მივებარე - მოწყვეტილი ალვის ფოთოლი ..

ქარს მივებარე - მოწყვეტილი ალვის ფოთოლი,
ხიდის მოაჯირს მივენარცხე,
მღვრიე ვერეში ამოვავლე
ხელისგულები.

რვეულში
ანდა ნაჩუქარი ნუკრის ქათიბში დამმალე,
კარგი?..
გავისუსები...

ნეტავი შენი მისამართი თუ იცის ქარმა?..

წყარო: urakparaki.com