არშემდგარი პაემანი

დღეს მარტოობას გავუთამამდი:
მრგვალ შადრევანს შემოვუარე,
ნოემბრის ჭადრებს გადავდე გრიპი.
შეყვარებულებს ერთნაირი თვალები ჰქონდათ,
ჰო, ასე მახსოვს...
მერე თანდათან გამეჩხერდა ფოთლის შრიალი,
სიცარიელე შეეხიზნა ბოლო ავტობუსს, -
შენ არ მოხვედი...

წყარო: urakparaki.com