0 36

მთვარე და ქუჩა


აჰ, -
მთვარე ისევ მეცხრე თვეშია.
რა უცებ ასწრებს ფეხმძიმობას,
მშობიარობას...
ყოველ საღამოს
ჭიპლარივით მიათრევს ქუჩას
და ხიდთან ტოვებს,
ჩამოტეხილ საფეხურებზე...

ვიხუტებ თბილისს,
მტრედებს ვაფრთხობ,
ვტოვებ სახურავს...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)