პაემანი


ისე გავერთე,
ჩემი თავი ჩამოვიტოვე...
იქვე, ვაჟაზე, შემოდგომის საქანელები
თვალს აყოლებდნენ შეფუთულ ბავშვებს.
მზესუმზირას ჰყიდდა მოხუცი...

წამოუბერა.
ვერ შევკარი მანტო ვერაფრით,
ბოლო ფოლაქი ავაწყვიტე
შენს მოლოდინში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი