ლებნები


ვზივარ კუპეში, მატარებლის ბორბლებს ვნებდები, -
რკინის დოლაბებს...
ხომ ვართ მე და შენ დაკარგული თეთრი ლებნები, -
თითქმის ტოლები?..
შენ თბილისში ხარ,
მე - ჰუძონზე... ბოლო ცენტებით...
მოდი შევიკრათ, -
აკაციად აღმოვცენდებით.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი