გულის ჯიბეში


ისე,
შემთხვევით მოპარული ერთი საათი.
ლექსი.
სალამბო.
იქვე, ბეტონთან საცოდავი აქლემი იდგა, -
ალბათ, მწყურვალი.
როგორც ყოველთვის,
აღარა ვარ თავისუფალი,
უბრალოდ ზოგჯერ ზოოპარკის ბილეთს ვპოულობ,
ანდა ბილეთებს,
ათასში ერთხელ -
გულის ჯიბეში...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი