წინასწარ


ისევ შენ


ხედავ?
წინასწარ გინანიებ
საკუთარი გულუბრყვილობის გამო,
უსაფუძვლო ეჭვების გამო
გარდაცვლილ ყვავილებს ვგლოვობ.

დღეებს დაწებებული ფრჩხილებივით ვიძრობ.
ვატყობ,
რეცეპტორების გარეშე ვრჩები
მოკვნეტილი ტუჩივით.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი