სოფელში


უვერტიურა -
გომბეშოების მოძახილი შებინდებისას,
თეთრი ყანჩების უცაბედი აშრიალება,
ცხენის ფრუტუნი...
ბედნიერი ვარ, -
თვით ბუნება მიკრავს კლასიკას.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი