რისი ბრალია ..

რისი ბრალია,
ერთბაშად რომ წამოვიშალეთ
ფრთოსნის გუნდივით...
ამ ტყის ფოთოლი იხავერდებს,
თუ ვერ იშალებს,
იაგუნდივით
იბრჭყვიალებს მზის ამოსვლისას,
ჩვენც დაგვიფარავს,
როცა მწიფე კენკრას მოვსრისავთ
ხელისგულებით...

წყარო: urakparaki.com