გაზაფხული და შემოდგომა


გაზაფხული

წვიმის მოსაცდელს მარტის ბოლო შეჰფარებია,
მთლად გალუმპული, -
მოდიხარ
თმაში ხავერდით და ხელში სუმბულით...
და უჩვეულოდ დიდხანს,
დიდხანს ვდგავართ უბრები,
შენც მარტს მაგონებ, -
ხან შუბლს იხსნი,
ხან იქუფრები...



შემოდგომა

ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება დღეს, -
შვილებივით დაგვემსგავსნენ ამინდები...
გამოცდილი ილუზიონისტია შემოდგომა,
ხავერდის წვიმებად გვაქცევს,
მანჭკვალა სოკოებად მოგვაგროვებს.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი