მკვდარი ზღვის წყალივით გავჯერდი ..


მკვდარი ზღვის წყალივით გავჯერდი,
ვერ ითევზავებ,
ვერც ჩაყვინთავ,
და თუ მაინც,
თვალებს აიწვავ,
გულს დაიშაშხავ,
ფილტვებსაც,
და მერე ვიჩხუბებთ,
როცა შემთხვევით დავიბნევით
სუფრის მარილად,
იქ, სადაც წყალი არ იქნება,
ზღვა - მითუმეტეს...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი