0 40

შემოდგომა


ჰო,
მახსოვს...
მაშინ მზის ამოსვლას ვგავდი სიმორცხვით,
როცა ტყის პირას,
ყვავილების მტვერში ვიწექით
და კალიები გვახტებოდნენ შიშველ ფეხებზე...
ახლა ასე ვარ, -
როგორც ჰემოლიზს,
ვისხამ ყვითელი ფოთლების გროვას
და შემოდგომა
შემოდის სულში...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)