ალუბალი


რომ ვერ მოვდივარ?..
მკვდრები ცოცხლებთან როდი მიდიან...
ახლა მითხარი,
რომელია ჩვენ შორის მკვდარი -
შენ, ვინც წლებია გამჭვირვალე ზეცას იხუტებ,
თუ მე, რომელიც
იმ ალუბლის ხმაზეც ვცახცახებ,
თავთით რომ გიდგას...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი