უშენობა


მტოვებენ შენი გაცრეცილი სილუეტები,
არ ვარ თანახმა...
ბევრს ვსვამ ამ ბოლოს, ასე იცის შემოფეთება
ჭაჭის არაყმა...
ეჰ, იმ წლებიდან შემახსენე, აბა, რა დარჩა? –
კვეთა განივი...
და, ალბათ, მალე მეც მოვკვდები სადმე სარდაფში
ფიროსმანივით...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი