შემილოცე


რატომ დამიგე კაკანათი, ბადეც გაშალე...
მე არ ვარ თევზი, და არც ბეღურა,
რომ დამედევნოს აფრენილზე ქარი აშარი,
ანდა ტეხურა,
ცივი ტეხურა შემომასკდეს ვერცხლის ფარფლებზე...
მე ვარ გველგესლა, -
შემილოცე და გავხევდები.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი