ხეები


       /"ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, - ფესვებიდან"./

ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან,
ცეცხლის ენებით...
არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს,
გრძნობენ ხეები,
ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, -
შვლების,
არჩვების,
დაბნეული ხოხბების სისხლი...
ინაცრებიან ცადაწვდილი ასეულები,
ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფლებს -
ფესვებს - დარდობენ...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი