ბებოს, რომელიც ყოველი საინფორმაციოს შემდეგ ხან ბიჭებს მოთქვამს და ხან გადამწვარ ტყეებს


შემოუხაზავს ტყისპირი შარას,
როგორც შენს ფანქარს პერანგის თარგი,
დღეს ყველაფერი იქნება კარგად,
გაწყდება მუმლი, ჩადგება ქარი,
ჩაცხრება ცეცხლი... დამსკდარი ქვები
წვიმის ხმაურზე დაცქვეტენ ყურებს,
და ფინჯანივით პატარა ყურე
დაბნეულ გემებს მოუტანს შვებას.
დღეს ყველაფერი იქნება კარგად,
მერწმუნე, ბებო!..

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი