არ გძინავს, ვატყობ ..


არ გძინავს, ვატყობ...
დაჭიმული ქუთუთოების ქვეშ მოძრავი თვალისგუგები
გამხელენ,
ხან ერთ კიდეს აწყდებიან, ხან - მეორეს,
ხან წრეები ელანდებათ,
ხან - სამკუთხედები,
შავიდან თეთრში გადადიან,
თეთრიდან - ლურჯში...
შეგიძლია თვალდახუჭული მენდო, -
მხედავ ისედაც...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი