ილუზია


არაფერი მწყინს
დაცვენილი ფოთლების მწკრივში,
ოდნავ გადახრილ მზეში...
ტროტუარებზე მოსეირნე ფიტულებში
ვარდის სურნელით...
სადღაც გავცივდი,
მოულოდნელად გაბზარულ სარკეში
საკუთარი თავი გავიმეორე
ღამურასავით...
შავი კვადრატის სიჩუმეში
შეყუჟულმა,
არ ვჩანვარ-მეთქი, ვიფიქრე,
აქ კი თურმე
რახანია დაგეშილი ძაღლებით მეძებენ,
ვინ არიან, თუ იცი?....
საიდან მოვიდნენ?!.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი