0 30

ღია კაფეში


ბადრი თევზაძეს

რად უნდა იყოს მოწყენილი პოეტი კაცი,
ისიც პარიზში, შანზელიზეზე?
ხედავ, მისტრალი ბებერ ხეებს ყვავილებს აცლის, -
აი, მიზეზი...

ან, იქნებ, სულაც, პეიზაჟი სასტუმრო ”ნიცის”,
მაღალი სიცხე, ხელის კანკალი...
ხიდქვეშ არ მოვა არასოდეს, სულში რომ იცის,
ის ხოშკაკალი.

არც წვიმა მოვა, მითუმეტეს დახეულ ხამლით.
ხილვა: ბათუმი... სველი აფიშა...
- გაცივდა ყავა... ნუთუ მართლა მალარმეს თარგმნით
ღია კაფეში?!.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)