უსათაურო


არ ჰგავდა სწორედ ჯაშუშისას შენი ღიმილი...
დაცინვას? - არა!
არც ქედმაღლობას!..
ეს არ იყო ნიშნის მოგება,
ან სიძულვილი - შენიღბული მასხარის ნიღბით...
ჰო...
ეს ღიმილი პირველ რიგში შენს ღიმილს ჰგავდა,
უფრო მომწამვლელს,
ვიდრე იყო დიდი ხნის წინათ,
როცა ქუჩაში სხვათა შორის  მესალმებოდი,
მე კი, თავდახრილს, საკუთარი ლანდის მრცხვენოდა...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი