კადრი


ფოტოკადრივით რომ მომიახლოვე, რა გამოვიდა?
წვრილ კვადრატებად დავიშალე...
თითოეულში -
შტორმი,
ეკალი,
ყინვა,
ტყვიები,
ობი,
მირაჟი,
ცრემლი,
სანთელი...
დროზე გადამიღე,
თორემ სამუდამოდ დაფრთხები
და შენს ხორბლისფერ ჭორფლებს
ჩემი ფასკუნჯები აკენკავენ.



წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი