ბზა


შენ მოიგე
ჩემი ტანის წყვილი კამათლით,
მერე მე ხელი მოგირჩინე,
როცა გტკიოდა…
ახლა ქვის სახლში
ფაიფურის ჯვარცმასთან ვხმები,
მაშინებს ხმები
გადახრილი ფიჭვის და ნაძვის…
შენ ნუ…
შენ წყნარად,
უშფოთველად…
გფარავდეს ღმერთი!..
ბზობას ტაძარში წამიღე და
კოცონზე დამწვი…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი