ალვა


გაშიშვლდა ალვა...
მილოსელივით... ცალი მკლავი გამოაჩინა.
ვდგავარ და ვუმზერ,
შეფუთული ათასი ნაჭრით,
ნაჭრით და იჭვით...
ნამეხარია, მაგრამ მაინც ბედნიერია!..
ძვალს ატანს სუსხი, –
დეკემბერია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი