ცხენისკბილა


ასეთი მიამიტი რატომ ხარ, ცხენისკბილავ,
ხეში რომ წყალი დგება, ცმუკავ და ფორიაქობ.
შემოგხვევ თბილ ხელებს და დავრჩები მთელი კვირა,
თოვლია შორი–ახლო...


დაბინდდა აბაშაში... ფიქრებმა ნება–ნება
ფრთოსნები წამოშალა შრიალით შაორიდან...
თუ ქარი ემუქრება ამ ყვავილს მეოცნებეს,
უფალო, მოარიდე!..
უფალო, მოარიდე!..
უფალო, მოარიდე!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი