ახალი ათონი


მე ვარ მტირალა სტალაკტიდი, 
შენ  – სტალაგმიტი, 
ასე, წვეთ–წვეთად რომ მივიწევთ ერთმანეთისკენ.
ოდესმე, ალბათ, სლიპინა სვეტზე გადატყდება ყოველი ჩქამი,
 უკუნი ღამეც, ასე დიდხანს რომ გვეცვა ტანზე, გაიცრიცება...
აფრიან გემებს გადასწვდება ტკბილი „ვარადა“...
ასე მეგონა – ერთად ყოფნას (ჩემსას და შენსას) 
მღვიმე თუ არა,
ღმერთი მაინც დაიფარავდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი