ამეკვიატე


მწვანე ქარაფზე დგას კამელია,
ცოტა „ადესა“ არ დაგველია,
თუკი გაქვს ხოში?..
ე, ქარმა მტვერი დააბზრიალა
და ანგელოზმა ჩამოიარა
ცისფერი ქოშით.
ხა-ხა, თვალები თვალებს მიესო,
განა „ადესას“ სვამდა იესო,
ანდა პილატე?!.
შენი ალერსი მიჯდება ძვირად,
მაგრამ ვერ მივხვდი, რა ჩემდა ჭირად
ა მ ე კ ვ ი ა ტ ე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი