ცას ვარსკვლავები დააქვს ..


ნინოს

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

მომავალს ორსულ დღეებს ვუნახავ,
არის ზედმეტი უკვე ხეტებაც,
შენ ახლა ჩემი ყველა სუნთქვა ხარ,
ხშირად ფილტვებში რომ არ მეტევა.

ტიხრავს ამინდი როგორც შერისხვა,
გაუცხოები თ ნაშენ იმ ტიხარ ს,
მაგრამ შენ ჩემი ყველა ნერვი ხარ,
რითიც მსურხარ და რითიც მინდიხარ.

ეს მარტი როგორც წესი მოხაზე,
კალენდარია დრო და ჯებირი,
ჩემი კოცნა კი შენს თეთრ ლოყაზე,
ჩნდება წითელა ბატონებივით.

როცა სუსტ ხელებს წელზე მომახვევ,
ძალგიძს რომ სუნთქვა ც ლექსად დათესო,
შენ ახლა ჩემი ერთი ცოლი ხარ,
მილიონ ქალზე ულამაზესო..

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი