გახსენება


(აჩის)

ვეღარ ვუმკლავდები სურვილს,
ყანებს შემოვირბენ ყარდაშ,
წვება ფორთოხლების სუნი,
ჩემი პოეზიის დახლთან.
გახსოვს მემედ ბიძას სახლთან,
როგორ ვაფეთქებდით კოცონს,
გულში  მეწვეთება ახლა,
ზვინში დასწავლილი კოცნა.
ნენეს წყევლაა თუ ლოცვა,
ბუხრის გემრიელი  ბოლი,
ქარში აწეწილი ყანა,
ჩვენ და...
ფორთოხლების თოვლი...
-
ფიქრით მივუყვები ქალაქს,
გულში "განდაგანას" ვმღერი,
ნაფაზს დავაყოლე უხვად
ქუჩის უფერული მტვერი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი