მამას


- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...
მჯეროდა, მაგრამ...
ბავშვობაში, გამღვიძებია, თან არაერთხელ,
როდესაც მამა,
შენ, ჩემს ოთახში, სარკესთან მდგარი, თმას ისწორებდი.

- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...
არადა,
შენს ოთახშიც  ხომ იდგა ისეთივე, სარკით,
კარადა...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი