სალამი ჩემგან პოეტ ძმაკაცებს


სალამი ჩემს ახალგაზრდა ბებრებს,
სალამი ჩემს დაძველებულ კოჰორტას,
ნუ მომაკლებთ ახალ-ახალ ხებრებს,
თქვენს სიყვარულს ნუ მომაკლებთ ოღონდაც.
სალამი ჩემს საძმაკაცოს, სალამი
ამ განვლილ წლებს ფარით ვერ იყიდი და
გახხსოვთ ძმებო "სან რემოსთან" იმ დღეს,
ჯგუფურად რომ გადავაფსით ხიდიდან?
რა ვქნა ისევ მაგ წუთებზე ვოცნებობ,
თუმცა ვერ ვარ ძველებური მომლხენი,
ის თუ გახსოვთ, თქვე, თქვე პატიოსნებო,
ბორდელში რომ ერთმაც არ შემომყევით?
რა ვუყავით იმ ჯიგარს და ლაზათს,
წყლის ნაცვლად რომ პირზე ღვინო შევისხით,
წელს რამდენი უსრულდება ზაზას?
შარშან იყო მარტო პაპაჩემის ხნის.
სალამი თქვე წასულებო, რამეთუ
ამ ქალაქში აღარა ხართ მყარად,
ვერ მივმხდარვარ ცოლი მოიყვანეთ თუ
თქვე ბებრებო ცოლმა მოგიყვანათ.
ასე არის, მე კი გავი-Речь-ე და
საფიქრალი გვრჩება აჩის გელინზე,
მე მახსოვხართ ყველა, თქვე, თქვე, თქვე ჩემა
თქვენც გახსოვდეთ როინ აბუსელიძე.
თორემ როგორც შეშლილი და ხეპრე,
დავაწვები თბილისისკენ ქალამნით,
სალამი ჩემ ახალგაზრდა ბებრებს,
ჩემს გულიან საძმაკაცოს სალამი!...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი